ბარსელონას პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ ჰანსი ფლიკი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
მოქმედი ხელშეკრულება გერმანელს კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ორიოდე კვირის წინ ესპანური პრესა წერდა, რომ ფლიკი სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას გადაღლილობის გამო განიხილავს.
„მე ვხედავ, რომ ის მშვიდი, მოტივირებული და მოწადინებულია. გვიდევს კონტრაქტი და დარწმუნებული ვარ, რომ მის გახანგრძლივებაზეც მოვილაპარაკებთ.
ჰანსი სუნთქავს და ცხოვრობს ბარსელონათი, ჩვენ კი მისით ძალიან კმაყოფილები ვართ.
ამ მწვრთნელს ხასიათი და საღი გონება გააჩნია. როცა ვუყურებ ვხედავ, რომ ზეწოლის მიუხედავად, ის აქ ყოფნით სიამოვნებას იღებს." - აღნიშნა ბარსას პრეზიდენტმა.