სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ინტერმა საკუთარ კედლებში ლაიფციგი დაამარცხა.
შეხვედრა ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა და მილანური გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე დიმარკოს აქტიურობის შემდეგ ლაიფციგის მცველმა, ლუკებამ საკუთარ კარში ჩაჭრა.
მას შემდეგ, რაც იანგ ბოიზთან მატჩში ატალანტამ გოლი გაუშვა, ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთი გოლგაუშვებელი გუნდი დარჩა.
სიმონე ინძაგის გუნდმა 13 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის ბოლომდე ცხრილს ჩაუდგა სათავეში, ლაიფციგს კი 5 მატჩში 5 მარცხი აქვს და გუნდი ქულის გარეშე იმყოფება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები