სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში იფსვიჩმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა.
სტუმართა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დებიუტი ჰქონდა რუბენ ამორიმს, რომლისთვისაც მატჩი იდეალურად დაიწყო.
წითელმა ეშმაკებმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს. ამორიმის მანჩესტერის პირველი გოლი მარკუს რეშფორდმა გაიტანა, რომელმაც ამად დიალოს ბრწყინვალე თამაშის შემდეგ თავისი შანსი გამოიყენა.
პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. 43-ე წუთზე ომარი ჰათჩინსონმა ლამაზი დარტყმით აიღო ანდრე ონანას კარი და ანგარიში 1-1 გახადა.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და რუბენ ამორიმმა სადებიუტო მატჩში მხოლოდ ქულა მოიპოვა.
12 მატჩის შემდეგ იუნაიტედს 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, იფსვიჩი კი 9 ქულით მე-18 პოზიციაზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები