მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
არსენალის შეტევის ლიდერს ბუკაიო საკას ტრავმის გამო 2024 წლის დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.
ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და გუნდის 20 მატჩის გამოტოვება მოასწრო ამ პერიოდში.
როგორც გამოცემა The Mirror იტყობინება, საკას მიზანია, მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩისთვის მომჯობინდეს და სათამაშოდ მზად იყოს.
პირველი შეხვედრა არსენალსა და რეალს შორის 8 აპრილს, ემირეითსზე გაიმართება და ინგლისელს სურს, ამ შეხვედრაში მონაწილეობა სასტარტოდან თუ არა, სკამიდან შემოსვლის შემდეგ მაინც მიიღოს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები