მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ატლეტიკო მადრიდის პრეზიდენტი, ენრიკო სერესო, რეალთან მატჩში ხულიან ალვარესის პენალტის ეპიზოდზე ისაუბრა.
„ჯერ კიდევ ოთხშაბათს დილით მზად ვიყავით სამი ტურნირი მოგვეგო - ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი და ლა ლიგა.
თუმცა, იმავე საღამოს, საშინელმა ინსტრუმენტმა სახელად VAR, რომელიც არაფერს არ ემსახურება გარდა გუნდებისთვის ზიანის მიყენებისა, გაანადგურა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ოცნება და სურვილი - ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გაგრძელება.
არ მომწონს ვიდეორეფერი, მაგრამ ამას მარტო ახლა კი არ ვამბობ, სულ ასე ვლაპარაკობდი. მას მხოლოდ ამ შეცდომისთვის არ ვაკრიტიკებ. VAR-ი არის ორაზროვანი ინსტრუმენტი, რომლის მიმართაც არანაირი ნდობა არ მაქვს.
ყველა ვფიქრობთ, რომ ის დაინერგა იმისთვის, რომ ფეხბურთი უფრო სამართლიანი გახდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის მხოლოდ იმისთვის შემოიღეს, რომ ყველაფერი კიდევ უფრო მეტად უსამართლო გახდეს, უფრო მეტი პრობლემა წარმოქმნას და მსაჯების კრიტიკა გამოიწვიოს.
პრობლემა იმაშია, რომ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ და იკამათოთ, შედეგი არის და ის არ შეიცვლება. ჩვენ მხოლოდ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ატლეტიკოს წინ ბარსასთან ჩემპიონატის თამაში აქვს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია. ორ კვირაში გველის იგივე მეტოქესთან თასის 1/2 ფინალი და ვნახოთ, გავალთ თუ არა ფინალში.
გულშემატკივრებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ - ჩვენ ფანტასტიკური გუნდი გვყავს და წინა ოთხშაბათზე აღარ ვფიქრობთ. ვკონცენტრირდებით ქმედებებზე, რომლის მიღებაც აუცილებელია. ჩვენი მთავარი საფიქრალი არის კვირის მატჩი, როცა ბარსას ჩვენივე სტადიონზე მნიშვნელოვან თამაშში დავუპირისპირდებით." - აღნიშნა სერესომ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები