-
Aa
+
ფონტის ზომა
ანტუან გრიზმანი ოჯახური მიზეზების გამო MLS-ში აპირებს გადასვლას.
მარტის ბოლომდე 33 წლის ფორვარდი ატლეტიკოს ხელმძღვანელობასათან შეხვედრას გამართავს, რომელზეც მისი მომავალი 90%-ით გაირკვევა.
დიდი შანსია, ფრანგი MLS-ის კლუბში ოჯახური მიზეზების გამო გადავიდეს. Relevo-ს ცნობით, გრიზმანი მოლაპარაკებებს ლოს ანჯელესთან აწარმოებს, რომელშიც უგო ლორისი და ოლივიე ჟირუ უკვე თამაშობენ.
მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ატლეტიკო არ აპირებს ფეხბურთელს წასვლაში ხელი შეუშალოს, რადგა კლუბს და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა იდეალურია და მხარეები ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები