მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 28-ე ტურში ბარსელონამ ატლეტიკო მადრიდი სტუმრად დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ მეტროპოლიტანოზე გაიმართა და ბარსას გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
ალვარესის და სორლოტის გოლებით ატლეტიკო 70-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა, თუმცა ამის შემდეგ ბარსელონამ გამოიღვიძა და დარჩენილ 20 წუთში მეტოქეს 4 გოლი გაუტანა - დუბლით თავი ფერან ტორესმა გამოიჩინა, თითო გოლი კი ლევანდოვსკიმ და ლამინ იამალმა შეაგდეს, ამ უკანასკნელმა ლა ლიგაში 6-თვიანი უგოლო პერიოდი გამარჯვების გოლით დაასრულა.
ბარსამ 60 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა - რეალს იმდენივე ქულა აქვს, თუმცა ანჩელოტის გუნდმა ერთი მატჩით მეტი ჩაატარა.
ატლეტიკოს ანგარიშზე კი 56 ქულა დარჩა და გუნდი ლიდერებს უკვე 4 ქულით ჩამორჩება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები