მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ყოფილმა არბიტრმა მატეუ ლაოსმა აღიარა შეცდომა, რომლის გამოც ბარსელონამ ჩემპიონობა დაკარგა.
მატეუ ლაოსი ლა ლიგის 2013/14 სეზონის ბოლო მატჩზე მსაჯობდა, რომელშიც ბარსელონა და ატლეტიკო კამპ ნოუზე ჩემპიონობის ბედს არკვევდნენ.
მატჩის 64-ე წუთზე მსაჯმა ლეო მესის გოლი თამაშგარის გამო გააუქმა, მიუხედავად იმისა, რომ მესიმდე ბურთს არა ფაბრეგასი, არამედ ხუანფრანი შეეხო.
„შევცდი. ბარსელონამ და ატლეტიკომ ბოლო ტურში ყველა მაჩვენებლით თანაბარი თამაში ჩაატარეს, მაგრამ იყო ერთი მომენტი, როცა ხუანფრანის შეხება ვერ დავინახეთ.
იმ წერტილიდან, სადაც მე ვიდექი, ამის დანახვა შეუძლებელი იყო. მზად ვიყავი ჩემი ფეხების და ხელების 20-ვე თითი გამეწირა სანაძლეოში, რომ ბურთს ბოლოს სესკი შეეხო.
პასუხისმგებლობა ყოველთვის ხაზის არბიტრს აწვება, მაგრამ ამ თამაშში საუბარი იყო გუნდურ სინერგიაზე და ერთადერთი პასუხისმგებელი ადამიანი ამ შეცდომაზე ვიყავი მე." - აღნიშნა ლაოსმა.
მატჩი 1:1 დამთავრდა და ჩემპიონი ატლეტიკო გახდა - გოლით, რომელზეც ლაოსი საუბრობს, ანგარიში 2:1 ხდებოდა ბარსას სასარგებლოდ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები