მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში ვალენსია ჟირონას ესტუმრა. სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი,
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის სტარტზე ქართველმა მეკარემ ბრწყინვალე მოგერიება შემოგვთავაზა და ახლო მანძილიდან თავური დარტყმით არ გაატანინა მეტოქეს.
🤯🤯🤯#LALIGAHighlights | @valenciacf pic.twitter.com/0m7v5FbELd
— LALIGA (@LaLiga) March 15, 2025
58-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, გოლი დიეგო ლოპესმა გაიტანა, თუმცა ღამურებმა უპირატესობის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლეს.
64-ე წუთზე კრისტიან სტუანიმ გაათანაბრა ანგარიში და საბოლოოდ მატჩი ასეც დასრულდა.
ვალენსია 28 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები