• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
იუნაიტედი მილანის ვარსკვლავით ინტერესდება
ფეხბურთიფეხბურთი

იუნაიტედი მილანის ვარსკვლავით ინტერესდება

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ იუნაიტედი ამ ზაფხულს მილანის შემტევის, რაფაელ ლეაოს გაფორმებით არის დაინტერესებული.

იუნაიტედს მომავალი სეზონისთვის შეტევის ხაზის გაძლიერება სურს და პორტუგალიელი ფორვარდის ოლდ ტრაფორდზე გადაყვანას განიხილავს. ლეაოს სატრანსფერო ფასი, შესაძლოა, დაახლოებით 60 მილიონი იყოს, თუმცა მანჩესტერი ერთადერთი არ არის, ვინც 26 წლის ფეხბურთელით ინტერესდება. მის პროგრესს ლივერპული, მანჩესტერ სიტი და რეალიც აკვირდებიან.

უნივერსალური შემტევი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ვინგერად ითვლება. მილანში გატარებული ბოლო შვიდი სეზონის განმავლობაში მის ანგარიშზე 80 გოლი და 65 საგოლე გადაცემაა. მანჩესტერ იუნაიტედისთვის მისი ხარისხი და მრავალმხრივობა ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან ლეაოს როგორც მარცხენა ფლანგზე, ისე ცენტრალურ თავდამსხმელად შეუძლია თამაში.

ლეაოს სისწრაფე, პასი და დრიბლინგი სწორედ ის თვისებებია, რაც წითელ ეშმაკებს შეტევაში სჭირდებათ. მანჩესტერ იუნაიტედი და სხვა მსურველები ცდილობენ ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაასრულონ, რადგან მილანმა, შესაძლოა, ფასი გაზარდოს, თუ ფეხბურთელი ტურნირზე თავს გამოიჩენს.

მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვირებში წითელ ეშმაკებს კიდევ ბევრ შემტევს დაუკავშირებენ. ჯეისონ უილკოქსი და კრისტოფერ ვიველი იმედოვნებენ, რომ ამ პოზიციაზე იდეალურ კანდიდატს შეარჩევენ. ამასთანავე, კლუბს დაცვის გაძლიერებაც სურს და მათ რადარზე ტოტენჰემის მცველი, მიკი ვან დე ვენიც მოხვდა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

მანჩესტერი
მილანი
პრემიერ ლიგა
სერია ა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მანჩესტერი ვან დე ვენის შეძენას განიხილავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერი ვან დე ვენის შეძენას განიხილავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომაა სიტი არსენალზე წინ მიუხედავად იდენტური შედეგებისა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომაა სიტი არსენალზე წინ მიუხედავად იდენტური შედეგებისა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ მოიგებს პრემიერ ლიგის ოქროს ბუცს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ მოიგებს პრემიერ ლიგის ოქროს ბუცს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ იუნაიტედს ახალგაზრდა ვარსკვლავისთის ბრძოლაში შეუერთდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ იუნაიტედს ახალგაზრდა ვარსკვლავისთის ბრძოლაში შეუერთდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

მანჩესტერი ვან დე ვენის შეძენას განიხილავს

News image

4 სთ წინ

რატომაა სიტი არსენალზე წინ მიუხედავად იდენტური შედეგებისა?

News image

3 სთ წინ

ვინ მოიგებს პრემიერ ლიგის ოქროს ბუცს?

News image

3 სთ წინ

პსჟ იუნაიტედს ახალგაზრდა ვარსკვლავისთის ბრძოლაში შეუერთდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება