მაიკლ კერიკმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდა ამად დიალო ჰალ სიტისთან პრემიერ ლიგის გახსნითი ტურის განაცხადში.
ვინგერმა, რომელიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა წინასასეზონო მზადებაში და მილანთან ამხანაგურშიც ძირითადში ითამაშა, კვირის ბოლოს ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო. კლუბი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი მალე დაბრუნდება, თუმცა ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
დიალოს გარდა, იუნაიტედს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი აკლია. მეისონ მაუნტი ტრავმირებულია, დე ლიხტი ზურგის ძველი პრობლემის შემდეგ ჯერ კიდევ იდეალურ ფორმაში არ არის, ხოლო მანუელ უგარტე მუნდიალზე მიღებული მუხლის მძიმე ოპერაციის გამო თვეების განმავლობაში ვერ ითამაშებს.