• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
„ჯილდოს ასე ხვეწნა ბავშვური საქციელია", - მბაპეს სამშობლოში აკრიტიკებენ
ფეხბურთიფეხბურთი

„ჯილდოს ასე ხვეწნა ბავშვური საქციელია", - მბაპეს სამშობლოში აკრიტიკებენ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტოფ დიუგარიმ კილიან მბაპეს მიერ ოქროს ბურთზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.


შეგახსენებთ, რეალის ფორვარდმა განაცხადა, რომ ჯილდოს საკუთარ თავს გადასცემდა და ამის ყველა არგუმენტი გააჩნია.


„რატომ არ შეიძლება მბაპე გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე? გასულ სეზონში მან 44 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რეკორდი მოხსნა. ვის შეუძლია დღეს თქვას, რომ მასზე უკეთესია? იმის მიუხედავად, რომ იდეალური არ არის და ჩემპიონთა ლიგა თუ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია, ეს ინდივიდუალური ჯილდოა და მას აქვს უფლება, საკუთარი შანსები დაიცვას.


ეს იყო სეზონი, სადაც არცერთი მოთამაშე განსაკუთრებულად არ გამოყოფილა. არავის მოუგია ყველაფერი - არც ინდივიდუალურად და არც გუნდურად.


ვფიქრობ, მბაპე იმსახურებს ამ ჯილდოს. ის არ ამბობს, რომ ყველაფერს მიაღწია. ის უბრალოდ იცავს თავის პოზიციას. თუმცა, ამის ამ ფორმით განცხადება ჩემს გაგებას სცილდება. ეს გადამეტებულად ბავშვური და სამარცხვინოა - ინდივიდუალური ჯილდოების მათხოვრობა მაშინ, როცა ჩემპიონის ტიტული, ჩემპიონთა ლიგა ან მსოფლიო ჩემპიონატი არ მოგიგია. მიმაჩნია, რომ ეს სრულიად უადგილოა.


მეტიც, ვფიქრობ, დღეს ფეხბურთი სულ უფრო ინდივიდუალისტური ხდება და ეს გულს მირევს. საკუთარ თავზე და პირად ჯილდოებზე საუბრის ნაცვლად, გუნდზე, წარმატების გაზიარებასა და იმ ტიტულებზე უნდა ილაპარაკო, რომელთა მოგებაც ერთად გსურდათ, მაგრამ ვერ შეძელით.


მიუხედავად ამისა, მაინც მესმის, რომ მას თავი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშედ მიაჩნია, თუმცა ზოგადად ასეთ მიდგომას არ ვეთანხმები“, - განაცხადა დიუგარიმ.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ოქროს ბურთი
მბაპე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დემბელე თუ ბენზემა? - მბაპეს არჩევანი ოქროს ბურთის გამარჯვებულებში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დემბელე თუ ბენზემა? - მბაპეს არჩევანი ოქროს ბურთის გამარჯვებულებში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

2026 წლის საუკეთესო მწვრთნელი - 5 ნომინანტი ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

2026 წლის საუკეთესო მწვრთნელი - 5 ნომინანტი ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ გახდება 2026 წლის საუკეთესო მეკარე? - 10 ნომინანტი ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ გახდება 2026 წლის საუკეთესო მეკარე? - 10 ნომინანტი ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,დემბელემ ტოპ 3-ში არ შემიყვანა?" - იამალის კომენტარი ოქროს ბურთზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,დემბელემ ტოპ 3-ში არ შემიყვანა?" - იამალის კომენტარი ოქროს ბურთზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

დემბელე თუ ბენზემა? - მბაპეს არჩევანი ოქროს ბურთის გამარჯვებულებში

News image

2 სთ წინ

2026 წლის საუკეთესო მწვრთნელი - 5 ნომინანტი ცნობილია

News image

1 სთ წინ

ვინ გახდება 2026 წლის საუკეთესო მეკარე? - 10 ნომინანტი ცნობილია

News image

43 წთ წინ

,,დემბელემ ტოპ 3-ში არ შემიყვანა?" - იამალის კომენტარი ოქროს ბურთზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება