• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ჯორჯ ბესტი და სამხრეთ აფრიკა
ფეხბურთიფეხბურთი

ჯორჯ ბესტი და სამხრეთ აფრიკა

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მთელი პლანეტის საფეხბურთო ქომაგების ყურადღება რომ 1974 წლის მუნდიალისკენ იყო მიმართული, ჯორჯ ბესტი სამხრეთ აფრიკაში აგორებდა ბურთს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც აპართეიდის გამო საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთილი და ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატის ტელეტრანსლირების არქონისას, სამხრეთ აფრიკული კლუბების მფლობელებმა ეშმაკური გეგმა შეიმუშავეს.


საშინაო მატჩებზე დასწრების გაზრდის მიზნითა და არაპროფესიონალური მარკეტინგული ხრიკით, სამხრეთ აფრიკული გუნდების მესვეურები ჰაიველდში (რეგიონი სამხრეთ აფრიკაში) ბრიტანელი ვარსკვლავების მოწვევას მთელი წლის განმავლობაში მზიანი ამინდისა და მაიამის განცხრომული ცხოვრების მსგავსი დაპირებებით ახერხებდნენ. ამ დროს, სამხრეთ აფრიკაში სხვა ყველაფრის მსგავსად, ფეხბურთიც სეგრეგაციული იყო და თეთრებსა და შავკანიანებს სხვადასხვა ლიგები ჰქონდათ.


ხსენებულ მიკრო-ტრანსფერებს შორის გამორჩეული იყო ჯორჯ ბესტის ჰაიველდში გადასვლა, რაც იოჰანესბურგის კლუბ Jewish Guild-ის დირექტორების, ეიბ და სოლი კროკების მიერ გაიჩარხა.


კონტრაქტის თანახმად, ქვეყნის ტოპ-დივიზიონში ახლადასულ კლუბის მაისურით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ვარსკვლავს თავდაპირველად სულ სამ მატჩში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა საბოლოოდ ხუთ თამაშში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.


„გილდის“ რიგებში ბესტის სადებიუტო შეხვედრა კეიპტაუნის ბერძნული თემის კლუბ „ჰელენიკის“ წინააღმდეგ შედგა. ბევრი მაყურებლის მოლოდინში კლუბმა საშინაო მატჩისთვის სხვა სტადიონი იქირავა, რადგან მყუდრო „ბალფურ პარკი“ ძალიან პატარა იყო ჯორჯ ბესტის ასპარეზობის სანახავად მისული პუბლიკისთვის. ხსენებულ თამაშზე დამსწრე 30 ათასმა მაყურებელმა ფრე (1:1) და ჩრდილო ირლანდიელის უღიმღამო ბურთაობა იხილა.


მომდევნო კვირას, სტუმრად დურბანში, „გილდმა“ ყოველთვის სახიფათო „დურბან სიტი“ 10 ათასი მაყურებლის თვალწინ და სუბტროპიკული წვიმის თანხლებით 2:0 დაამარცხა. ბესტი პერიოდულად ბრწყინავდა, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში.


ჯორჯი განცხრომას არც აფრიკაში იკლებდა, გუნდის პირველივე ვარჯიში სანაპიროზე მიღებული მზის დაკვრის გამო გააცდინა, დაუახლოვდა სკანდალებით ცნობილ ადგილობრივ სტრიპტიზიორ Ultra Violet-ს (იგივე ივონ უინტლს), მისი საცხოვრებელი კი ლას ვეგასის კაზინოს ბოსის ვილას მოგაგონებდათ...



იმავე სეზონის ბოლოს, როდესაც დასავლეთ გერმანიაში მსოფლიოს პირველობა გახურდა, იოჰანესბურგის „ჰაილენდს პარკის“ პრეზიდენტმა რექს ევანსმა თანაქალაქელ „ჯუიშ გილდთან“ ერთგვარი მეგობრული პაექრობა წამოიწყო „ტოტენჰემის“ ფეხბურთელ ალან გილზინის დასამატებლად და გაიმარჯვა კიდეც: შოტლანდიელი ფორვარდი ბესტივით მსხვილი თევზი ნამდვილად არ იყო, თუმცა მისი ტრანსფერისგან თავისი კლუბი უფრო მეტს ელოდა, ვიდრე - ჯორჯ ბესტისგან, რომელიც პრაქტიკულად რეკლამისა და პიარისთვის იყო მიწვეული.


27 წლის ჰედონისტმა ფეხბურთელმა მალე მოიწყინა და სამხრეთ აფრიკა „ფულემის“ გამო დატოვა, იქამდე კი ჩრდილო ირლანდიელი სუპერვარსკვლავის აფრიკული თავგადასავლის ბოლო თავი „კეიპ ტაუნ სიტისთან“ მატჩში დაიწერა. ამ ეპიზოდს სამხრეთ აფრიკის სპორტული რეპორტაჟის ანალებში თითქმის არანაირი კვალი არ დაუტოვებია.



ბესტი ალბიონზე დაბრუნდა, ორიოდე კვირის თავზე Ultra Violet დამნაშავედ ცნეს საზოგადოებრივი უხამსობის ბრალდებით, ძმებმა კროკებმა კი მილიონების შოვნა კანის გამათეთრებელი კრემების გაყიდვით განაგრძეს, რაც იმხანად შავკანიან ქალებში საკმაოდ პოპულარული იყო. ამასობაში, 1974 წლის მუნდიალი მასპინძელმა დასავლეთ გერმანიამ მოიგო, ბრინჯაოს მედალი კი სენსაციურად ირგუნა პოლონეთმა, რომლის წარმომადგენელმა გჟეგოჟ ლატომ ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

სამხრეთ აფრიკა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ნიკა ამაშუკელი მორიგ სარაგბო კლასიკაში იმსაჯებს

•ქართული

ქართული

ნიკა ამაშუკელი მორიგ სარაგბო კლასიკაში იმსაჯებს
•ქართული

ქართული

FIFA-მ სამხრეთ აფრიკა დასაჯა და ტექნიკური წაგება ჩაუთვალა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-მ სამხრეთ აფრიკა დასაჯა და ტექნიკური წაგება ჩაუთვალა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაროკოს ნაკრები მწვრთნელის გარეშე რჩება — ვალიდ რეგრაგი წასვლას ცდილობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაროკოს ნაკრები მწვრთნელის გარეშე რჩება — ვალიდ რეგრაგი წასვლას ცდილობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა და ბაფანა ბაფანა - საიდან მოდის ხვიჩას სამხრეთ აფრიკელობის ამბავი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა და ბაფანა ბაფანა - საიდან მოდის ხვიჩას სამხრეთ აფრიკელობის ამბავი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

10 სექ, 2025

ნიკა ამაშუკელი მორიგ სარაგბო კლასიკაში იმსაჯებს

News image

29 სექ, 2025

FIFA-მ სამხრეთ აფრიკა დასაჯა და ტექნიკური წაგება ჩაუთვალა

News image

06 თებ, 2026

მაროკოს ნაკრები მწვრთნელის გარეშე რჩება — ვალიდ რეგრაგი წასვლას ცდილობს

News image

22 ოქტ, 2025

კვარა და ბაფანა ბაფანა - საიდან მოდის ხვიჩას სამხრეთ აფრიკელობის ამბავი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება