მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. 6 ქვეყნის ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი) – ოლიმპიადის 1 საგზურისთვის იბრძოლებს.
ფორმატის თანახმად, 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს კი ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა საკვალიფიკაციო ეტაპისთვის საბოლოო განაცხადი უკვე დაასახელა.
რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, ლუკა მაზიაშვილი, ჯო ტომასონი, გოგა ბითაძე, გიორგი ოჩხიკიძე, ილია ლონდარიძე.
საქართველო vs ლატვია - 2 ივლისი, 19:00
საქართველო vs ფილიპინები - 4 ივლისი, 15:30
წარმატებები საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს პარიზის ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლაში!
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები