სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულის ექს-მცველი, ჯეიმი კარაგერი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის სიტყვებს გამოეხმაურა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მისი სურვილია, ისტორიაში პირველი ფლანგის მცველი გახდეს, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო.
„როცა ტრენტის სიტყვები მოვისმინე, პირველი რამაც თავში გამიელვა არის ის, რომ მარჯვენა მცველად თამაშისას, ამ ჯილდოს ლივერპულში ვერ მოიგებ.
ოქროს ბურთს როგორც წესი რეალის ან ბარსას ფეხბურთელები იგებენ. მისი ეს სიტყვები მაფიქრებინებს, რომ ის რეალში მიდის." - აღნიშნა კარაგერმა.
არნოლდს ლივერპულთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები