მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხულიან ალვარესის აზრით, ატლეტიკო რეალთან მატჩში სიტუაციას აკონტროლებდა.
სანტიაგო ბერნაბეუზე პირველი 1/8 ფინალური დაპირისპირება რეალის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
„მეტოქემ გოლები საჭირო მომენტებში გაიტანა. ძალიან სწრაფი გოლი გავუშვით, შემდეგ გავათანაბრეთ. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ისინი საკუთარ მოედანზე იყვნენ და საუცხოო შემადგენლობაც ჰყავთ. ვიცით, რომ 90 წუთი წინ გვაქვს.
ძალიან კარგი გოლი გამომივიდა, გოლის გატანის სხვა შანსებიც გვქონდა. თუმცა, 90 წუთი დაგვრჩა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, რომ სიტუაცია შემოვატრიალოთ." - აღნიშნა არგენტინელმა.
საპასუხო დაპირისპირება ვანდა მეტროპოლიტანოზე ოთხშაბათს, 12 მარტს გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები