სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულს მოჰამედ სალაჰის შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელია ურჩიეს.
ქართველმა საქართველოსთვის ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე ახალი სიმაღლეები დაიპყრო. უკვე თვეებია მისი ნაპოლიდან წასვლაზეც იწერება.
ყველაზე მეტად ხვიჩას პსჟ-ს უკავშირებენ, ნაპოლის ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს კი მისი შენარჩუნება და კვლავ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა სურს
დიტმარ ჰამანს კი სჯერა, რომ კვარაცხელია ენფილდზე გაიბრწყინებდა.
"მე ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მომწონს. ინტერვიუ წავიკითხე, სადაც მამამისი ამბობს, რომ მის მომავალთან დაკავშირებით გამოსავალი სურს ამ ზაფხულში. ყველაფერი მიუთითებს, რომ ის ნაპოლის დატოვებს.
ეს დიდებული ისტორიაა, რადგან 2-3 წლის წინ მის შესახებ არავინ იცოდა. ის ნაპოლიში გამოჩნდა, სკუდეტო მოიგო და საოცარი სეზონი ჩაატარა.
ის ბოლო წლების განმავლობაში აღმავალ გზაზეა, ამ ტურნირზეც გასაოცარი იყო. მომეწონა მისი ნახვა მოედანზე მის კუმირ რონალდუსთან ერთად. მათ ერთად სასიამოვნო მომენტი შექმნეს.
ვნახე ფოტო, როცა რონალდუ საფეხბურთო აკადემიის გახსნას ესწრება საქართველოში და პატარა ხვიჩაც იქ არის.
ის მოთამაშეა, რომელსაც ხალხი სტადიონზე მიჰყავს და ფულს მის ყურებაში იხდიან. როცა სტადიონზე მიდიხარ, სწორედ ასეთ მოთამაშეებზე საუბრობ და ასეთი ფეხბურთელების ნახვა გსურს.
ის ძალიან თავმდაბალი ბიჭია და ლივერპულში საოცარი იქნებოდა. თუ სალაჰის შემცვლელებზე ვსაუბრობთ, შესაძლოა ხვიჩა იდეალური მოთამაშე იყოს, ვისი მოძებნაც ლივერპულს შეუძლია." - განაცხადა ლივერპულისა და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები