მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩოგბურთიდან თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ავსტრალიის ღია პირველობაზე კორტს ნიკ კირიოსი დაუბრუნდა.
ავსტრალიელი ბრიტანელ ჯეიკობ ფერნლის დაუპირისპირდა და ადგილობრივი პუბლიკისთვის სამწუხაროდ სამ სეტში, 6:7 3:6 6:7 დამარცხდა. მატჩის განმავლობაში კირიოსს მუცლის პრობლემებიც ჰქონდა, თუმცა გულშემატკივართა მხარდაჭერით, თამაშის ბოლომდე ჩამთავრება მაინც მოახერხა.
თამაშის შემდეგ, კირიოსმა ერთეულთა განრიგში კარიერის დასრულების მინიშნებაც გააკეთა.
"რეალისტურად რომ შევაფასო, არამგონია, ამ კორტზე ერთეულთა თანრიგში კიდევ ოდესმე ვითამაშო." - აღნიშნა კირიოსმა.
გასული ერთი წლის განმავლობაში კირიოსმა ძალები ჩოგბურთის კომენტატორად მოსინჯა, როდესაც გრენდ სლემებზე მუშაობდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები