-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის მე-3 ტურში უკრაინასთან (1-0) მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.
"მძიმე თამაში გამოდგა. ვიტყოდი, რომ პირველი 20-25 წუთი ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც ბოლო პერიოდში და ამის გამო დავისაჯეთ კიდევაც. გოლის მერე გამოვასწორეთ, იყო მომენტები, როცა ვდომინირებდით, განსაკუთრებით პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის გარკვეულ ფაზებში.
მთლიანობაში რა შეიძლება ითქვას, ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის შედეგი ვერ ვაჩვენეთ და ის თამაშიც ალბათ ბოლომდე ვერ ვაჩვენეთ, რისი სურვილიც გვქონდა. აუცილებლად გავაანალიზებთ შეცდომებს და იმედი გვაქვს, რომ შემდეგი თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით. უკვე 3 დღეში გვაქვს თამაში, ძალიან მალე და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთესად შეგვიძლია ფეხბურთის თამაში.
დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში გვგულშემატკივრობდნენ. სამწუხაროა, რომ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რაც ყველას გვინდოდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამას გამოვასწორებთ შემდეგ თამაშში უკვე თბილისში, 3 დღეში." - კიტეიშვილის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
უკრაინამ საქართველო მიხაილო მუდრიკის გოლით დაამარცხა.
ლიდერობას ვინარჩუნებთ - როგორი სიტუაციაა ჯგუფში საქართველოს დღევანდელი მატჩის შემდეგ?
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები