7 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში მე-3 სათამაშო ტურის შემდეგ სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა.
უკრაინასთან განცდილი მარცხის მიუხედავად, პირველობას საქართველოს ნაკრები ინარჩუნებს, რომელსაც 6 ქულა აქვს, 5 გატანილ და 2 გაშვებულ ბურთთან ერთად (სხვაობა +3)
მეორე ადგილზე ჩეხეთის ნაკრებმა გადაინაცვლა, რომელმაც ჩვენი მატჩის პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ალბანეთს შინ 2:0 მოუგო და ასევე 6 ქულა დააგროვა. ერთადერთი მარცხი ჩეხებმა თბილისში იწვნიეს (1:4).
საქართველოსთან თანაბარი ქულების მიუხედავად, ჩეხებს ბურთების სხვაობა 0 აქვთ - 6 გატანილი და 6 გაშვებული, რაც ჩვენს ლიდერობას ამყარებს.
მე-3 ადგილს ალბანეთი იკავებს 3 ქულით (-2 ბურთების სხვაობა). იმდენივე ქულა და -1 ბურთების სხვაობა აქვს უკრაინას, თუმცა ურთიერთშეხვედრაში ალბანელებმა 2:1 მოიგეს, რის გამოც უკრაინელებზე ზემოთ არიან ჯგუფში.
ჯგუფის მომდევნო მატჩები 14 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველო - ალბანეთი [20:00]
უკრაინა - ჩეხეთი [22:45].
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები