11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
13 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.
54 ქვეყნის გუნდი 12 ჯგუფში განაწილდება. 6 ჯგუფი ოთხგუნდიანი იქნება, 6 ჯგუფი კი - ხუთგუნდიანი. ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორეადგილოსნები კი პლეიოფში ითამაშებენ.
54 გუნდი წილისყრის წინ 5 კალათაში ნაწილდება. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კალათაში 12-12 გუნდი იქნება, მე-5 კალათაში კი - 6.
რამდენიმეს გარდა უკვე 100%-ით ცნობილია თუ რომელ კალათაში აღმოჩნდებიან გუნდები, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც. ჩვენი ეროვნული გუნდი წილისყრისას მე-3 კალათაში იქნება.
ამ წუთის მონაცემებით კალათები ასე გამოიყურება
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები