იტალიური La Stampa იურგენ კლოპის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იურგენ კლოპმა თანხმობა განაცხადა რომას ახალ მთავარ მწვრთნელად გახდომის შესახებ.
დედაქალაქურ კლუბს სეზონის ბოლოს კლაუდიო რანიერი ტოვებს, რომელსაც ჩემპიონატის ბოლო ტურში შეუძლია გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანოს.
სწორედ იტალიელი სპეციალისტის შემცვლელად განიხილავენ რომაელები იურგენ კლოპს, რომელიც ამჟამად რედ ბულის გლობალური საფეხბურთო დეპარტამენის ხელმძღვანელია.
La Stampa-ს თუ დავუჯერებთ, გერმანელი მზად არის, რომ რედ ბული დატოვოს და კარიერა იტალიაში გააგრძელოს.