იტალიის სერია ა-ს ბოლო ტურში პარალელურად ორი მატჩი გაიმართება, რომელიც ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს (22:45).
სატურნირო ცხრილის ლიდერი ნაპოლი სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე კალიარის მიიღებს, მეორეადგილოსანი ინტერი კი კომოს ესტუმრება.
ბოლო ტურის წინ, ნაპოლი პირველ ადგილზე 79 ქულით არის, ინტერს კი 78 ქულა აქვს და ბოლო ტურში კონტეს გუნდის ფეხის დაცდენის იმედი აქვს.
ჩემპიონობის შემთხვევაში ეს ნაპოლის ისტორიაში მე-4 სკუდეტო იქნება, ბოლო 3 წელიწადში კი პარტენოპეი მეორეჯერ გახდება სერია ა-ს გამარჯვებული, ხოლო თუ ჩემპიონი ინტერი გახდება, მაშინ ეს ნერაძურისთვის 21-ე სკუდეტო აღმოჩნდება.
კონტეს გუნდმა სერია ა-ს ამ სეზონში 23 მატჩი მოიგო, 10 ფრედ ითამაშა და 4 წააგო. ინძაგის შეგირდებმა კი 23 შეხვედრა მოიგეს, 9 ფრედ ითამაშეს და 5 დათმეს.
სერია ა-ს გურუ - ბოლო ტური