იტალიის ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდა!
38-ე ტურის მატჩში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე კალიარი დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა და ისტორიაში მეოთხედ შეძლო ქვეყნის ჩემპიონატის მოგება.
საჩემპიონო თამაშში გოლების გატანა სკოტ მაკტომინეიმ და რომელუ ლუკაკუმ მოახერხეს და ანტონიო კონტეს მესამე იტალიურ გუნდთან ერთად მოაგებინეს ჩემპიონის ტიტული.
აქამდე, კონტეს ჩემპიონატი იუვენტუსთან და ინტერთან ერთად ჰქონდა მოგებული, ახლა კი იგივე ნაპოლისთან ერთად, პირველივე სეზონში გააკეთა და ისტორიაში პირველი მწვრთელი გახდა, რომელმაც ტოპ-ჩემპიონატი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო.
პარალელურ მატჩში ინტერმა, რომელიც ნაპოლის ფეხის დაცდენის იმედად იყო დარჩენილი, კომოს 2:0 მოუგო, თუმცა მხოლოდ მე-2 ადგილს დასჯერდა.