ანტონიო კონტე გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო.
იტალიელი სპეციალისტის ნაპოლიმ საჩემპიონო მატჩში კალიარი 2:0 დაამარცხა და პირველი ადგილი გაინაღდა.
აქამდე, კონტეს იუვენტუსი და ინტერი ჰყავდა გაჩემპიონებული, ახლა კი იგივეს გაკეთება ნაპოლისთან ერთადაც მოახერხა.
მხოლოდ სერია ა კი არა, აქამდე არცერთი სხვა ტოპ-ჩემპიონატი ერთ მწვრთნელს სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად არ ჰქონია მოგებული და კონტე პირველია, ვინც ეს მოახერხა.