მიროსლავ კლოზემ ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატების ბომბარდირის ტიტულის მოპოვება მიულოცა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ავსტრიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა, რითაც მისი საერთო მაჩვენებელი 18-მდე გაზარდა და კლოზეს 16-გოლიანი შედეგი ჩამოიტოვა.
VIDEO: მესის დუბლი და რეკორდი - არგენტინა პლეიოფშია
გერმანელმა ფეხბურთელმა მომხდარს იუმორით უპასუხა და აღნიშნა:
მე ხომ ყოველთვის ვამბობდი, რომ მესი არ არის ცუდი ფეხბურთელი. ჩემთვის ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა! გილოცავ, ჩემპიონო!
კლოზე ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე ვარაუდობდა, რომ მისი რეკორდი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიხსნებოდა. მისი თქმით, ეს სრულიად მისაღებია, რადგან რეკორდები იმისთვისაა, რომ ადრე თუ გვიან დაიმსხვრეს, მით უმეტეს ისეთი ფეხბურთელის მიერ, როგორიც მესია.