VIDEO: მესის დუბლი და რეკორდი - არგენტინა პლეიოფშია
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში არგენტინის ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდა.
შეხვედრის მე-9 წუთზე ანგარიშის გახსნა ლიონელ მესის შეეძლო, თუმცა არგენტინელმა პენალტი ვერ გამოიყენა.
38-ე წუთზე მესიმ არგენტინა წინ მაინც გაიყვანა და სარეკორდო გოლიც გამოუვიდა, რომლითაც მიროსლავ კლოზეს გადაასწრო და მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მატჩის ბოლოს, კომპენსირებულ დროში, ლეგენდარულმა არგენტინელმა დუბლის შესრულებაც შეძლო და საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.
ამ მოგებით არგენტინამ ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და 1/16 ფინალის საგზური გაინაღდა.
ლიონელ მესის კი ამ ტურნირზე არგენტინელების ხუთივე გოლი ეკუთვნის და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად უდგას სათავეში.
მსოფლიო ჩემპიონატებზე კი მას უკვე 18 გოლი აქვს და მიროსლავ კლოზეს უკვე 2 გოლით უსწრებს.