ავსტრიის წინააღმდეგ მატჩში გაფუჭებული პენალტი ლიონელ მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მე-3 გაცუდებული თერთმეტმეტრიანი აღმოჩნდა.
მანამდე არგენტინელმა პენალტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისლანდიასთან მატჩში, ხოლო შემდეგ 2022 წლის მუნდიალზე პოლონეთის წინააღმდეგ ვერ გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ მუნდიალების ისტორიაში თამაშიდან 3 პენალტი არავის გაუფუჭებია (პენალტების სერიების გამოკლებით).
VIDEO: რეკორდი გადაიდო - მესიმ ავსტრიასთან პენალტი ვერ გაიტანა
მიუხედავად ამისა, ლეო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი 17 გოლით მაინც გახდა და ამ მაჩვენებლით მიროსლავ კლოზეს რეკორდი მოხსნა.
VIDEO: ყველა დროის ბომბარდირი! მესის სარეკორდო გოლი