• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
კომპანის ემოციები და „წლის ფოტო“: ბაიერნმა 35-ე ტიტული იზეიმა
ფეხბურთიფეხბურთი

კომპანის ემოციები და „წლის ფოტო“: ბაიერნმა 35-ე ტიტული იზეიმა

20 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ჩემპიონი 35-ედ გახდა.


ზეიმის ცენტრში მთავარი მწვრთნელი, ვინსენტ კომპანი და გუნდის დაუოკებელი წყურვილი აღმოჩნდა - მათ კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოგება სურთ.

თავიდან კომპანი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა, თუმცა კაპიტან მანუელ ნოიერის დაჟინებული თხოვნით, ის სამწვრთნელო შტაბთან ერთად გულშემატკივრების წინაშე მაინც წარდგა. როგორც კი ბელგიელმა სპეციალისტმა ტრიბუნებს მიაშურა, სტადიონმა მისი სახელი ერთხმად დაიგუგუნა. ემოციებისგან კომპანიმ ფანებს მადლობა მუშტების ჰაერში აწევით გადაუხადა, რასაც კლუბის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა „წლის ფოტო“ უწოდა.



მოგონებები 2013 წლიდან


ბაიერნის ფანებს მწვრთნელის მიმართ ასეთი სიყვარული 2013 წლის შემდეგ არ გამოუხატავთ. მსგავსი სითბო ვერც ტომას ტუხელმა და ვერც იულიან ნაგელსმანმა ვერ დაიმსახურეს. კომპანიმ კლუბში ისეთი სიმშვიდე და მიმზიდველი ფეხბურთი დააბრუნა, რომელიც იუპ ჰაინკესის ლეგენდარულ ეპოქას მოგვაგონებს.

მიმდინარე სეზონის 47 მატჩში გუნდმა 161 გოლი გაიტანა, რაც კლუბის რეკორდია. ბუნდესლიგაში მიუნხენელთა დომინაციაზე ისიც მეტყველებს, რომ საჩემპიონო მატჩში კომპანიმ შემადგენლობის როტაციას მიმართა (8 ცვლილება მადრიდის რეალთან შეხვედრის შემდეგ) და მესამეადგილოსანი შტუტგარტი მაინც დამაჯერებლად დაამარცხა.


მიზანი - მესამე ტრებლი


ჰერბერტ ჰაინერი კომპანის ჯეკპოტს უწოდებს, თუმცა ბელგიელს ბაიერნის დიდებთან გასატოლებლად მხოლოდ ლიგის ტიტული არ ეყოფა - მას ტრებლი სჭირდება. 2020 წლის შემდეგ კლუბს ამის საუკეთესო შანსი ახლა აქვს. ოთხშაბათს ისინი გერმანიის თასის ნახევარფინალში ლევერკუზენის ბაიერს უმასპინძლებენ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს დაუპირისპირდებიან.

ზეიმის დროს გულშემატკივრები ევროპის თასსა და ბერლინის ფინალზე მღეროდნენ, რითაც მიანიშნეს, რომ მხოლოდ შიდა ჩემპიონობა საკმარისი არ არის. თავად გუნდმა ზეიმი მალევე დაასრულა, არ ყოფილა ლუდის შხაპი და დიდი წვეულება. კიმიხმა აღნიშნა, რომ გუნდი სრულ კონცენტრაციას ინარჩუნებს, ჰარი კეინმა კი დაამატა, რომ კომპანი იმავე საღამოს ლევერკუზენის ბაიერის მატჩების ანალიზს აპირებდა.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბაიერნი
ბუნდესლიგა
ჰარი კეინი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ოლისეს ულამაზესი გოლი და კეინის გაფუჭებული პენალტი ვოლფსბურგთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ოლისეს ულამაზესი გოლი და კეინის გაფუჭებული პენალტი ვოლფსბურგთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დევისის მორიგი ტრავმა - კომპანი მენტალურ სირთულეებზე საუბრობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დევისის მორიგი ტრავმა - კომპანი მენტალურ სირთულეებზე საუბრობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხამეს როდრიგესი ფეხბურთს ემშვიდობება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხამეს როდრიგესი ფეხბურთს ემშვიდობება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯერარდის რჩეული ოქროს ბურთის რბოლაში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯერარდის რჩეული ოქროს ბურთის რბოლაში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 სთ წინ

VIDEO: ოლისეს ულამაზესი გოლი და კეინის გაფუჭებული პენალტი ვოლფსბურგთან

News image

18 სთ წინ

დევისის მორიგი ტრავმა - კომპანი მენტალურ სირთულეებზე საუბრობს

News image

11 სთ წინ

ხამეს როდრიგესი ფეხბურთს ემშვიდობება?

News image

11 სთ წინ

ჯერარდის რჩეული ოქროს ბურთის რბოლაში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება