მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 22-ე ტურში მილანმა სან სიროზე პარმას უმასპინძლა, შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და დრამატულად დასრულდა.
თამაშში ანგარიში 24-ე წუთზე სტუმრებმა მატეო კანსელიერის გოლით გახსნეს. 38-ე წუთზე მასპინძლების სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც კრისტიან პულიშიჩმა შეასრულა ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
მე-80 წუთზე პარმა კვლავ წინ გავიდა. გოლი ენრიკო დელ პრატომ გაიტანა. მილანს თამაშის მოსატრიალებლად ცოტა დრო დარჩა, თუმცა როსონერიმ ეს მაინც შეძლო.
88-ე წუთზე როსონერის ერთი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს. კომპენსირებულ დროში (90+2) ტიჯანი რეინდერსმა იუნუს მუსას ბრწყინვალე პასის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, 95-ე წუთზე კი სამუელ ჩუკვუეზემ გამარჯვების გოლი გაიტანა და მილანს 3 ქულა მოუტანა.
სერჟიო კონსეისაოს დანიშვნის შემდეგ ეს უკვე მე-4 შემთხვევაა, როცა მილანი აგებდა და თამაშის მოგება მოახერხა. როსონერი სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-6 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები