• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კოვერჩანო: იტალიელ მწვრთნელთა სამჭედლო
ფეხბურთიფეხბურთი

კოვერჩანო: იტალიელ მწვრთნელთა სამჭედლო

03 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იტალიის თვალწარმტაც ქალაქ ფლორენციის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფიეზოლეს ბორცვების მახლობლად და მდინარე არნოს მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს პატარა რაიონი კოვერჩანო. დასახლების სახელწოდება ლათინური სიტყვებიდან, Corficius და Cofercianus, მომდინარეობს, რაც მიწის მფლობელს, მებატონეს ნიშნავს. 


ამ ლამაზ რაიონში, საფეხბურთო ჩინოსნების, ლუიჯი რიდოლფისა და დანტე ბერეტის იდეითა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ბრუნო ძაულის თაოსნობით, 1957 წელს აშენდა და მომდევნო წლის ნოემბერში გაიხსნა კოვერჩანოს ტექნიკური ფედერალური ცენტრი, რომელიც საწვრთნელ შტაბს წარმოადგენს. 



კოვერჩანოს ტექნიკურ ცენტრში განთავსებულია ტექნიკური სექტორის ოფისები, იტალიის ფეხბურთის მწვრთნელთა ასოციაციის შტაბ-ბინა, ეროვნული სამოყვარულო ლიგის რეგიონალური კომიტეტის შტაბ-ბინა, რეგიონალური მსაჯთა კომიტეტის შტაბ-ბინა, იტალიის მსაჯთა ასოციაციის ფლორენციის განყოფილების შტაბ-ბინა და 2000 წელს გახსნილი ფეხბურთის მუზეუმი (Museo del Calcio).



ყოველწლიურად მრავალი ახალგაზრდა და დამწყები მწვრთნელი იკრიბება ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილებაში არსებულ კოვერჩანოს ამ ტექნიკოსთა ცენტრში იმ იმედით, რომ მიიღებენ UEFA-ს პროფესიულ ლიცენზიას, ანუ „ილ მასტერს“, როგორც მას ამაყად უწოდებენ ქვეყნის ამ მხარეში.


კოვერჩანოს ცენტრის კედლები იტალიის დიადი სამწვრთნელო ისტორიის ბევრმა დიდმა წარმომადგენელმა გაიარა და როდესაც ბევრმა მათგანმა იგი დატოვა, უპრეცედენტო წარმატებასაც მიაღწია. 


კოვერჩანოში გაცემული უმაღლესი სერტიფიკატი ძვირად ფასობს, რადგან იგი უმაღლესი ხარისხისა და ეროვნული იდენტობის მატარებელია. იტალიელებისთვის კი, რომლებიც ქვეყნის ორი დიდ ლიგაში, სერია A-სა და სერია B-ში მუშაობისთვის ილტვიან, ეს ლიცენზია სამწვრთნელო სწავლების გარდა სავალდებულო მკაცრი ტესტებითა და გონებრივი უნარების გამოცდების გავლით მიიღება.


კოვერჩანოს ტესტის მთავარი მიმართულების შემთხვევაში, მწვრთნელები ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობენ ადგილზე, მუშაობენ და სწავლობენ, აყალიბებენ თავიანთ სამწვრთნელო მეთოდებს, აუმჯობესებენ საკუთარ იდეოლოგიებს და ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ღირსნი არიან მკაცრი სამწვრთნელო გამოცდის ჩაბარებისთვის. შემდეგ, მათ უნდა ჩააბარონ ზეპირი გამოცდები, რომლებსაც მენეჯერთა სკოლის დირექტორი და მისი გუნდი ატარებს. პოტენციური მწვრთნელი გამოცდას გადის სხვადასხვა თემაზე, დაწყებული თამაშში არსებული ტაქტიკით, კომუნიკაციითა და ადამიანური რესურსების მართვით დამთავრებული.


კოვერჩანოში, საიდანაც არაერთი გამობრძმედილი სპეციალისტი გამოსულა და წარმატებას მიუღწევია, მთავარი დევიზი ფეხბურთის მომავალზე ფიქრია. აქ კარგად იციან ისტორია, თუმცა აქცენტს აწმყოსა და უფრო მეტად, მომავალზე აკეთებენ. კოვერჩანოს ცენტრში სწავლების მეთოდი მუდამ განახლებადია, რადგან საჭიროა, მომავალი განჭვრიტო, აქ ხომ თანამედროვე სტუდენტს ვეღარ შეასწავლი დეკადების წინ არსებულ ფეხბურთს...



ცენტრი ასევე ცნობილია როგორც „კაზა დელი აძური“ (ნაკრების სახლი), რადგან ის წარმოადგენს იტალიის უკლებლივ ყველა ეროვნული გუნდის (15-წლამდელებიდან ზემოთ ყველა ასაკობრივი ჯგუფები, ქალთა ნაკრებები და სხვ.) ძირითად სავარჯიშო მოედანს.


იტალიელი მწვრთნელები სამშობლოს გარდა მთელ ევროპაში არიან დასაქმებულნი. საკლუბო დონეზე უამრავ წარმატებულ სპეციალისტზე რომ არ ვისაუბროთ, ამჟამად ეროვნული ნაკრებების დონეზე, იტალიის გარდა ევროპის სხვა ექვს ნაკრებს ჰყავს იტალიელი დამრიგებელი, დანარჩენი კონტინენტების ეროვნულ გუნდებს კი - კიდევ სამი. ყველა ამ მენეჯერს, თანამემამულეობის გარდა, ერთი რამ აერთიანებს: ისინი ყველა ეროვნულ სიმბოლოდ ქცეულ კოვერჩანოში, იტალიელ მწვრთნელთა ნამდვილ სამჭედლოში სწავლობდნენ.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

იტალია
იტალიის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პირლოსა და მალდინის შვილების საქმიანობა კრიტიკის ქარცეცხლში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პირლოსა და მალდინის შვილების საქმიანობა კრიტიკის ქარცეცხლში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუსული ტოტალიზატორი და იტალიის ნაკრები: ანდრეა პირლო ბრალდებებს პასუხობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუსული ტოტალიზატორი და იტალიის ნაკრები: ანდრეა პირლო ბრალდებებს პასუხობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იტალიის ნაკრებში პირლოს დანიშვნა საბოლოოდ ჩაიშალა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იტალიის ნაკრებში პირლოს დანიშვნა საბოლოოდ ჩაიშალა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩინი იტალიის სათავეში ბრუნდება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩინი იტალიის სათავეში ბრუნდება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

26 ივლ, 2026

პირლოსა და მალდინის შვილების საქმიანობა კრიტიკის ქარცეცხლში

News image

23 სთ წინ

რუსული ტოტალიზატორი და იტალიის ნაკრები: ანდრეა პირლო ბრალდებებს პასუხობს

News image

21 სთ წინ

იტალიის ნაკრებში პირლოს დანიშვნა საბოლოოდ ჩაიშალა

News image

5 სთ წინ

მანჩინი იტალიის სათავეში ბრუნდება?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება