ლივერპულმა ანდონი ირაოლას ხელმძღვანელობით გამართულ პირველ საშინაო ამხანაგურ მატჩში ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მონაკოსთან ანგარიშით 2-3 დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდერ ისაკისა და ფლორიან ვირცის გოლებმა გუნდს პირველ ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოუტანა, მეორე ნახევარში დაშვებულმა შეცდომებმა თამაშის ბედი შემოაბრუნა.
ანდონი ირაოლამ მატჩის შემდეგ გუნდის შეტევისდადებით მხარეებზე ისაუბრა, თუმცა დაცვაში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება:
ჩვენ რამდენიმე ცუდი შეცდომა დავუშვით და გოლები იოლად გავუშვით, თუმცა ეს ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა. უნდა გავუმჯობესდეთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.
ახალგაზრდა მცველმა, იფეანი ნდუკვემ, ვირჯილ ვან დაიკის გვერდით ძირითად შემადგენლობაში შესანიშნავად ითამაშა და მედიისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა, თუმცა გუნდის დაცვამ პრემიერ ლიგის დაწყებამდე თამაშის დასალაგებლად სერიოზული მუშაობა უნდა გასწიოს.