• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
კრიტიკული ჩრდილოეთ ლონდონური დერბი: ტუდორის დებიუტი და განერვიულებული არსენალი
ფეხბურთიფეხბურთი

კრიტიკული ჩრდილოეთ ლონდონური დერბი: ტუდორის დებიუტი და განერვიულებული არსენალი

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩრდილოეთ ლონდონური დერბი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, თუმცა დღევანდელ დაპირისპირებას ორივე გუნდისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.


ტოტენჰემი გადარჩენისთვის იბრძვის, არსენალი კი — საჩემპიონო რბოლაში ლიდერობის შენარჩუნებისთვის.


ტოტენჰემი — არსენალი


კვირა, 22 თებერვალი, 20:30 ▪️ ტოტენჰემ ჰოტსპურ სტედიუმი ▪️ მთავარი არბიტრი: პიტერ ბენქსი


ტოტენჰემი: გადარჩენის ინსტინქტი და ახალი იმედი


ტოტენჰემი ამ მატჩს უმძიმეს მდგომარეობაში ხვდება. გუნდს პრემიერ ლიგაში უკვე 8 მატჩია არ მოუგია და 2026 წელს ჯერ კიდევ გამარჯვების გარეშეა. 24 შესაძლოდან მხოლოდ 4 ქულა — ეს არის მაჩვენებელი, რომელმაც „დეზები“ გავარდნის ზონასთან სახიფათოდ მიაახლოვა.


თუმცა, გუნდს ახალი იმედი აქვს — იგორ ტუდორი. ხორვატი სპეციალისტი, რომელმაც თომას ფრანკი შეცვალა, სადებიუტო შეხვედრას სწორედ დერბიში ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ ტუდორი თავის ყველა წინა კლუბში სადებიუტო მატჩს იგებდა. მასპინძელთა მთავარი პრობლემა საკადრო დანაკლისია: ტრავმირებულებთან ერთად, გუნდს დისკვალიფიკაციის გამო კრისტიან რომეროც ვერ დაეხმარება.


არსენალი: ჩემპიონობის წყურვილი და ნერვების ომი


არსენალი ჩემპიონატის ლიდერია, მაგრამ მიკელ არტეტას გუნდში ნერვიულობა იგრძნობა. ვულვერჰემპტონთან ფრე (2:2), სადაც „მეთოფეებმა“ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს, საჩემპიონო ამბიციებს მძიმე დარტყმად დააწვა. მანჩესტერ სიტი სულ უფრო ახლოსაა და შეცდომის უფლება აღარ არსებობს.


არსენალის მხარეს სტატისტიკაა: გუნდს ტოტენჰემთან ზედიზედ 7 მატჩია არ წაუგია (6 მოგება) და მეტოქის მოედანზე ზედიზედ სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული.


სავარაუდო შემადგენლობები:


ტოტენჰემი: ვიკარიო — გრეი, დრაგუშინი, ვან დე ვენი, სპენსი — გალაჰერი, პალინია, სარი — კოლო მუანი, სოლანკე, სიმონსი.


არსენალი: რაია — ტიმბერი, სალიბა, გაბრიელი, ინკაპიე — ოდეგორი, სუბიმენდი, რაისი — საკა, გიოკერეში, მარტინელი.


პიტერ ბენქსი


ამ სეზონში ინგლისელმა არბიტრმა პრემიერ ლიგის 18 მატჩში იმუშავა, რომელშიც 73 ყვითელი,  და 3 წითელი უჩვენა ფეხბურთელებს (2 პირდაპირი). 


არსენალის მატჩებზე ბენქსს კარიერაში 13-ჯერ აქვს ნამსაჯი (9 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი), თუმცა ამ გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან არასდროს არ გაუძევებია.


რაც შეეხება ტოტენჰემს — 16 მატჩი, 7 მოგება, 4 ფრე, 5 მარცხი (0 წითელი ბარათი).

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

არსენალი
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: მორიგი გაძევება და ბოლო წუთებზე დაკარგული გამარჯვება — ჩელსის ზედიზედ მეორე ფრე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მორიგი გაძევება და ბოლო წუთებზე დაკარგული გამარჯვება — ჩელსის ზედიზედ მეორე ფრე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა გიორგების წინააღმდეგ, ჩრდ. ლონდონური დერბი და სხვა — უიქენდის ტოპ მატჩები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა გიორგების წინააღმდეგ, ჩრდ. ლონდონური დერბი და სხვა — უიქენდის ტოპ მატჩები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის ყველა დროის ტოპ 60 მოთამაშე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის ყველა დროის ტოპ 60 მოთამაშე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ჩემი ფეხბურთელების 70% ასეთ ვითარებაში გამოუცდელია", — გვარდიოლა საჩემპიონო რბოლაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ჩემი ფეხბურთელების 70% ასეთ ვითარებაში გამოუცდელია", — გვარდიოლა საჩემპიონო რბოლაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 სთ წინ

VIDEO: მორიგი გაძევება და ბოლო წუთებზე დაკარგული გამარჯვება — ჩელსის ზედიზედ მეორე ფრე

News image

21 თებ, 2026

კვარა გიორგების წინააღმდეგ, ჩრდ. ლონდონური დერბი და სხვა — უიქენდის ტოპ მატჩები

News image

2 სთ წინ

პრემიერ ლიგის ყველა დროის ტოპ 60 მოთამაშე

News image

21 თებ, 2026

„ჩემი ფეხბურთელების 70% ასეთ ვითარებაში გამოუცდელია", — გვარდიოლა საჩემპიონო რბოლაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება