მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ გუნდი ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილზე საერთოდ არ ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ „ქალაქელები" არსენალს 5 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა მარაგში ერთი გამოტოვებული მატჩი აქვთ.
„არ ვიცი, რა მოხდება ამ 12 მატჩში. ფეხბურთელებთან ამ საკითხზე ერთი წამითაც არ მისაუბრია. გუშინაც და მანამდეც მხოლოდ ნიუკასლზე ვლაპარაკობდით.
არ მითქვამს არაფერი ცხრილზე ან ჩვენს პოზიციაზე. ეს საერთოდ არ მაღელვებს. ეს კითხვა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ან სამი ტურით ადრე დამისვით და მაშინ გიპასუხებთ.
12 მატჩი მთელი მარადისობაა. ამ დროში ბევრი რამ მოხდება — ეს ერთადერთი სიმართლეა, რაც ვიცი. ჩვენი ფეხბურთელების 70% ახალბედაა და მათ მსგავს სიტუაციებში გამოცდილება არ აქვთ", — აღნიშნა გვარდიოლამ.