სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტონი კროოსმა მანჩესტერ იუნაიტედში მისი შესაძლო ტრანსფერის ამბები გაიხსენა.
"პრემიერ ლიგაში თამაში? შეიძლებოდა, ადრე ეს მომხდარიყო. 2014 წელს მანჩესტერ იუნაიტედთან პირობები შეთანხმებული მქონდა, სანამ მადრიდის რეალში გადავიდოდი.
შემდეგ მათ დევიდ მოიესი გაათავისუფლეს, რომელიც მიუნხენის ბაიერნთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ლუი ვან გაალი დანიშნეს, ბოლოს კი ორივე მხარემ გადავწყვიტეთ, რომ ტრანსფერზე უარი გვეთქვა." - განაცხადა გერმანელმა.
ტონი კროოსი 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ბაიერნიდან რეალს შეუერთდა და მადრიდში 10 წელი გაატარა.
გასული სეზონის ბოლოს 34 წლის ნახევარმცველმა ბოლოს საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა და გერმანიაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბუცები ლურსმნებზე საბოლოოდ ჩამოკიდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები