სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რონალდ კუმანს მიაჩნია, რომ ბარსელონას ხელმძღვანელობა კლუბის ლეგენდებს ცუდად ექცევა.
კატალონიური კლუბის ექს-მწვრთნელმა ბარსელონადან გასული სეზონის ბოლოს ჩავის გაშვების მაგალითზე ისაუბრა.
„სამწუხარო ამბავია. ჩავის კარგად ვიცნობ, ის ძალიან კარგი ადამიანი და საუცხოო მწვრთნელია.
თავიდან მან გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს წავიდოდა, შემდეგ პრეზიდენტმა დარჩენაზე დაითანხმა. არ ვიცი, საბოლოოდ რა მოხდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ის ბარსადან წავიდა. ისევე, როგორც მე, ისევე, როგორც ლეო მესი.
როგორც ჩანს, ლეგენდობა კლუბის ხელმძღვანელობისთვის არაფერს არ ნიშნავს." - აღნიშნა კუმანმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები