მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-19 ტურში, პარკ დე პრენსზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა პსჟ-ს მაისურით.
პარიზულმა გრანდმა საკუთარ კედლებში რეიმსს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ანგარიში 47-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას რეიდისა და საგოლე პასის შემდეგ უსმან დემბელემ გახსნა, თუმცა 10 წუთზე ოდნავ ნაკლებში სტუმართა ლიდერმა, ნაკამურამ შეძლო წონასწორობის აღდგენა.
ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სადებიუტო მატჩში მოედანზე 82 წუთი დაუთმო, რის შემდეგაც ქართველის ნაცვლად მოედანზე მარკო ასენსიო გამოჩნდა, თუმცა პარიზელებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლეს.
პირველ ტაიმში კვარაცხელია მეტად მარცხენა ვინგერის პოზიციაზე ასპარეზობდა, მეორე ნახევრის სტარტზე ენრიკემ ის გამთამაშებლის პოზიციაზე დააყენა, ბოლო წუთები კი ქართველმა შეტევის ცენტრში, ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გაატარა.
პსჟ-მ ლიგა 1-ში 47 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ მარსელს, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 10 ქულით უსწრებს. რეიმსი კი 22 ქულით მე-12 პოზიციაზეა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები