ცნობილი გახდა ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე წარდგენილი ნომინანტები.
აღნიშნული ჯილდოსთვის 9 ფეხბურთელი იბრძვის, გამარჯვებულს კი გულშემატკივრები ხმის მიცემით ირჩევენ. გამოკითხვა მაისის ბოლომდე ლა ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაგრძელდება.
ამ ჯილდოზე შემდეგი ფეხბურთელები არიან წარდგენილები:
რაფინია, ლამინ იამალი, ლევანდოვსკი, პედრი - ყველა ბარსელონა
ბელინგემი, ვინისიუსი, მბაპე - ყველა რეალი
ისკო - ბეტისი
როიალ სანსეტი - ბილბაო.
27 მაისის მონაცემებით გამოკითხვას ხმების 40.5%-ით კილიან მბაპე ლიდერობს, მეორე ადგილზე კი ლამინ იამალია - 28.6%.
გასულ სეზონში ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი დასახელდა.