ბარსელონას ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ლამინ იამალმა კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა.
იამალის დებიუტი ბარსაში 2023 წლის აპრილში, 15 წლის ასაკში შედგა. მას შემდეგ კი ახალგაზრდა მოთამაშემ უამრავი რეკორდი დაამყარა და საფეხბურთო სცენა დაიპყრო.
ლამინმა პირველ გუნდში უკვე 106 მატჩი ჩაატარა და გახდა ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი.
გუნდთან ერთად კი მან ლა ლიგა, კოპა დელ რეი და სუპერ თასი მოიგო და ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ბარსას მაისურით 100 შეხვედრაზე მეტი ითამაშა.
რაც შეეხება ინდივიდუალურ მიღწევებს - იამალმა გოლდენ ბოი, კოპას ჯილდო და ლაურეუსის საუკეთესო ახალწვეულების ჯილდო მოიგო.
აღსანიშნავია, რომ 2031 წელს, როცა ესპანელის ახალი კონტრაქტი ამოიწურება, ის მხოლოდ 23 წლის იქნება.