სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ოპოზიცია აცხადებს, რომ კლუბი გაქრობის პირას დგას.
„ბარსა - არის ოჯახი და ჩვენ ფასეულობები არ უნდა დავკარგოთ. კლუბის სააქციო საზოგადოებად ქცევის რისკი არსებობს და გვინდა, რომ ცვლილებების ძრავი ავამუშავოთ.
დღეს წინ ვდგამთ ნაბიჯს. არ მომწონს ახლანდელი სიტაუცია და ჩვენ ვართ ახალი თაობა, ახალი ცეცხლი. გვინდა, რომ ბარსა იყოს კლუბი, რომლითაც შეგიძლია იამაყო.
ორ წელზე მეტია კლუბის 3000-ზე მეტ წევრს მოვუსმინეთ. ორ დღეში გაიმართება ასამბლეა, რომლის ჩატარებასაც პირისპირ ვითხოვდით, მაგრამ ონლაინ გაიმართება.
უკვე თითქმის სამი წელია ბარსას არ ჰყავს ტექნიკური დირექტორი, ხელმძღვანელობა კლუბს ტოვებს... ეს საკითხი გაცილებით პროფესიონალურ დონეზე უნდა მოგვაარდეს.
ვფიქრობთ, რომ ბარსა გაქრობის წინაშე დგას. კლუბში ამბობენ, რომ ხელმძღვანელობა კლუბს სააქციო საზოგადოებად აქცევს და თან ამავდროულად, კლუბის წევრებს ეკითხება ამასთან დაკავშირებით აზრს." - აცხადებს ჟოან ლაპორტას ოპოზიციის წევრი, ჟონა კამპრუბი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები