ლაუტარო მარტინესმა გაიხსენა, თუ როგორ იმოქმედა მასზე პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში 0:5 წაგებამ.
„მომხდარი ისტორიის გვერდი უნდა გადავფურცლოთ და აღარ ვიფიქროთ იმაზე, რა მოხდა. ვერ ვხვდები, ასეთი კარგი შანსის ასე ხელიდან გაშვება რანაირად შეიძლებოდა.
კრისტიან კივუს ტელეფონით ჯერ კიდევ იქამდე ველაპარაკეთ, სანამ აქ დაინიშნებოდა. საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გამოგვივიდა, მან თავისი იდეები გამიზიარა.
მისი იდეები მომწონს, ვეთანხმები, ჩვენ ერთნაირად ვაზროვნებთ. მასში გამარჯვებისადმი სურვილი და მონდომება დავინახე, მისი მენტალიტეტი ჩემსას ძალიან ჰგავს. კივუს მსგავსად, თანაგუნდელებს მეც დაველაპარაკე და ვთხოვე, მონდომება და სულისკვეთება არ დაკარგონ.
წაგებული ფინალის შემდეგ ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, ლაპარაკის დასაწყებად 5-6 დღე დამჭირდა, ახლობლებისთვის ყველაფრის ახსნა მინდოდა.
იმ საღამოს ჩვენ ვერაფერი მოვახერხეთ, მეტოქემ კი ყველაფერი გააკეთა, რაც მოინდომა. ეს ჩვენ არ ვიყავით, მოედანზე გუნდი საერთოდ არ ვიყავით. ფეხბურთი ასეთია. ახლა რადაც არ უნდა დაგვიჯდეს წინსვლა გვესაჭიროება. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, თუნდაც ყველაფერი ჩვენს გონებაში მაინც რჩებოდეს.
ვწუხვარ, რომ ამ სეზონში ვერცერთი ტიტული ვერ მოვიგეთ. თუმცა უკან ყურების დროს, სეზონი წარუმატებელი მაინც არ მგონია. ამან ბიძგი უნდა მოგვცეს, რომ ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ იმავე მონდომებით, როგორიც აქამდე გვქონდა.
ჩვენ ინტერი ვართ და ახალი მონდომებით უნდა ვიყუროთ წინ, უკან გახედვა აღარ შეიძლება." - აღნიშნა არგენტინელმა.