UFC Freedom 250-ზე ალექს პერეირასა და სირილ განეს დაპირისპირებას სკანდალი მოჰყვა, რამაც მსაჯ ჰერბ დინის მიმართ მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
პერეირამ, რომელმაც ბრძოლა წააგო, მეტოქის დარტყმები არალეგალურად მიიჩნია და მსაჯის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა.
საპასუხოდ, MMA-ის წესების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ლეგენდარულმა მსაჯმა „დიდმა ჯონ“ მაკკარტიმ ჰერბ დინი დაიცვა და პერეირას პრეტენზიებს უპასუხა.
მაკკარტიმ არიელ ჰელვანის შოუში განმარტა, თუ რა ითვლება თავის უკანა ნაწილში დარტყმად MMA-ში. მისი თქმით, წესი ეფუძნება ოქციპიტალურ (კეფის) ზონას, სადაც ქალა და ხერხემალი ერთდება, ხოლო კრიტიკული ზოლი მხოლოდ ორ დიუმს შეადგენს.
მაკკარტიმ აღნიშნა, რომ სირილ განეს დარტყმების უმეტესობა ლეგალური იყო, თუმცა აღიარა, რომ „რამდენიმე დარტყმა შესაძლოა ზღვარზე იყო“. მისი აზრით, განე არ არის ბინძური მებრძოლი, ის უბრალოდ რეფლექსურად მოქმედებდა.