სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ პორტუგალიამ.
რობერტო მარტინესის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდა და 1-2 დამარცხდა.
მე-8 წუთზე ანგარიში ლუკა მოდრიჩმა გახსნა თერთმეტმეტრიანის საშუალებით, 48-ე წუთზე დიოგუ ჟოტამ წონასწორობა აღადგინა, 56-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ანტე ბუდიმირმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ აღსანიშნავი იყო ძველი მეგობრებისა და გუნდელების კრიშტიანუ რონალდუსა და ლუკა მოდრიჩის შეხვედრა, რომლებიც მალე დიდი ალბათობით ბოლო ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებენ.
რონალდუს ხორვატიასთან არ უთამაშია. მარტინესის გუნი ევრო 2024-ის დაწყებამდე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 26 ივნისს დაუპირისპირდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები