დოჰაში, ფიფა-ს ახლადშექმნილი კომიტეტების პირველი შეხვედრები გაიმართა.
სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ფიფა-ს ტექნიკური განვითარების კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა. აღნიშნული კომიტეტი ფიფა-ს წევრი ქვეყნების 24 წარმომადგენელს აერთიანებს.
ეროვნული ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მიიღო.