-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონაში კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს. მან უკვე შეათანხმა ბარსასთან ახალი კონტრაქტი.
ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი, ამ დროს კი პოლონელი თავდამსხმელი 37 წლის იქნება.
ლევანდოვსკი ბარსელონას 2022 წელს მიუნხენის ბაიერნიდან შეუერთდა. მან გუნდთან ერთად ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი (2-ჯერ) მოიგო.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბარსას ცხრიანმა 19 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები