მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-17 ტურში გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა ლევერკუზენმა მაინცს მოუგო.
შეხვედრა ბაი არენაზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი ალეხანდრო გრიმალდომ 48-ე წუთზე გაიტანა და ჩაბი ალონსოს გუნდისთვის ეს მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.
ბოხუმთან ნოემბრის დასაწყისში ნათამაშები ფრის შემდეგ, ლევერკუზენმა ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა.
ფარმაცევტებმა 38 ქულა დააგროვეს და ცხრილში მე-2 ადგილს იკავებენ, მაინცი კი 28 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები