მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგული ლიგა 1-ს 23/24 სეზონის სიმბოლურ თერთმეტეულში პარი სენ ჟერმენის შვიდი ფეხბურთელი მოხვდა.
პროფესიონალი ფეხბურთელების ეროვნულმა კავშირმა (UNFP) თითქმის დასრულებული საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო 11 მოთამაშე აირჩია.
სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), ლენი იორო (ლილი), ბრადლე ლოკო (ბრესტი), ვიტინია (პსჟ), უორენ ზაირ ემერი (პსჟ), პიერ ლე-მელუ (ბრესტი), უსმან დემბელე (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ), პიერ ემერიკ ობამეიანგი (მარსელი).
ისტორიაში მესამედ მოხდა, რომ პსჟ-ს ერთბაშად შვიდი ფეხბურთელი მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში - ასეთი შემთხვევები აქამდე მხოლოდ 2013 და 2018 წლებში იყო დაფიქსირებული.
რეკორდი კი 2016-ში შედგა, როცა სიმბოლურ ნაკრებში 11-დან 8 პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელი იყო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები