2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თურქული გალათასარაი ზამთრის სატრასფერო ფანჯრის დროს აქტიურობას აპირებს.
გამომდინარე იქიდან, რომ მაურო იკარდიმ მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, თურქულ გრანდს ფორვარდის დამატება სურს.
ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად გალათასარაის ხელმძღვანელობა ლიონის ქართველ შემტევს, გიორგი მიქაუტაძეს მოიაზრებს.
როგორც ფრანგული გამოცემა LyonFoot იტყობინება, ლიონი მიქაუტაძის გაყიდვას არ განიხილავს და პრიორიტეტად მისი შენარჩუნება აქვს დასახული.
თუმცა, თუ გაყიდვაზე მიდგა საქმე, ფრანგებს ბომბარდირის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონი ევროს მიღება სურთ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები