იუვენტუსის ყოფილი თავდამსხმელი, ფერნანდო ლიორენტე, ჩემპიონთა ლიგის მატჩში ლოიდ კელის გაძევებას გამოეხმაურა.
გალათასარაისთან გამართულ საპასუხო შეხვედრაში ტურინელთა მცველმა 49-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო, რამაც დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
„ფეხბურთში ტექნოლოგიების გამოყენებაზე მუშაობა გვჭირდება. ამ მატჩში მსაჯმა ფეხბურთელის დაჯარიმება გადაწყვიტა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვისაც კი ოდესმე ფეხბურთი უთამაშია, ამ ეპიზოდში მსგავსი ვერაფერი დაინახა.
კელი ხტება, ბურთს უყურებს და ეს არათუ წითელი, ყვითელი ბარათიც კი არ არის“. — აღნიშნა ესპანელმა ექს-ფეხბურთელმა
შეგახსენებთ, რომ ეპიზოდი საჰაერო ბრძოლისას მოხდა — კელიმ წონასწორობა დაკარგა და მეტოქეს, ბარიშ ილმაზს, ფეხზე დააბიჯა. არბიტრმა თავდაპირველად მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ინგლისელი მოედნიდან პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.