-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 31-ე ტურში ლივერპული სტუმრად ფულემთან დამარცხდა.
კრეივენ კოტეჯზე გამართული დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
მე-14 წუთზე ალექსის მაკ ალისტერმა ლივერპული დააწინაურა, თუმცა 23-დან 37-მდე მასპინძლებმა სამი გოლის გატანა შეძლეს და ტაიმი სენსაციურად, ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს.
შესვენების შემდეგ ერთადერთი, რაც სლოტის გუნდმა მოახერხა - ერთი გოლია, რომელიც ლუის დიასმა 72-ე წუთზე გაიტანა, თუმცა ლივერპულისთვის ეს ქულის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ლივერპულმა ამ სეზონში მე-2 მატჩი წააგო და 73 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს, მეორე არსენალია, რომელსაც 11 ქულით ნაკლები აქვს, ფულემი კი 48 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები